იემენში არსებულ სიტუაციას გაეროს უშიშროების საბჭო განიხილავს

გაეროს უშიშროების საბჭო შაბათს განიხილავს რუსეთის ფედერაციის წინადადებას იემენში სამხედრო ოპერაციის განხორციელებისას „ჰუმანიტარული პაუზის“ შესახებ. შეგახსენებთ, რომ არაბული კოალიცია იემენში ამბოხებულების წინააღმდეგ უკვე რამდენიმე დღეა ავიადარტყმებს ახორციელებს, რის შედეგად „ბოევიკების“ გარდა მშვიდობიანი მოსახლეობაც ზარალდება.

რამდენიმე დღის წინ რუსეთმა ოფიციალური პროტესტი გამოთქვა იემენის ქალაქ ადენში მის საკონსულოზე განხორციელებულ ავიადარტყმებთან დაკავშირებით, რასაც საკონსულოს შენობის დაზიანება მოყვა. მოსკოვი ამ ინციდენტში დამნაშავე პირების დასჯას ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები