მალაიზიაში ავიაკატასტროფას 6 ადამიანი ემსხვერპლა

მინიმუმ 6 ადამიანი დაიღუპა მალაიზიაში სამგზავრო ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად. სააგენტო „სინჰუას“ ცნობით, შემთხვევა შაბათს მალაიზიის დედქალაქ კუალა – ლუმპურიდან 40 კილომეტრში მოხდა. თვითმხილველების ცნობით, მაშველებმა ვერტმფრენის კატასტროფის ადგილს მიაგნეს და მისი ნამსხვრევებიდან რამდენიმე ცხედარი ამოიყვანეს. საფრენი აპარატის ბორტზე მყოფთა საერთო რიცხვი ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები