უკრაინამ შეიძლება ყირიმი სპეციალური არხით გამოყოს
უკრაინა შეიძლება ყირიმს სპეციალური არხით გამოეყოს. პროექტის მიხედვით, დაგეგმილია შავი და აზოვის ზღვის დამაკავშირებელი არხის მშენებლობა. უკრაინული ვებგვერდის by24.org-ის ინფორმაციის მიხედვით, თავდაცვითი დანიშნულების გარდა, ეს ჰიდროტექნიკური ნაგებობა შავი და აზოვის ზღვებს შორის კომერციული ნაოსნობის საშუალებას გააჩენს. აზოვის ზღვის ნაპირზე მსხვილი უკრაინული ქალაქი მარიუპოლი მდებარეობს, რომელიც რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის შემდეგ პრაქტიკულად საზღვაო ბლოკადაში იმყოფება. არხის ფარვატერის საერთო სიგრძე 120 კილომეტრი უნდა იყოს. ამასთანავე, უშუალოდ მიწის ამოთხრის სამუშაოები მხოლოდ 20 კილომეტრზეა აუცილებელი.