ავსტრალიაში ისლამური ექსტრემიზმის წინააღმდეგ საპორტესტო აქციები გაიმართა
ავსტრალიაში შაბათს მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები გაიმართა. ქვეყნის მოსახლეობა ქუჩებში გამოვიდა, რათა მსოფლიოში ისლამური ექსტრემიზმის წინააღმდეგ პროტესტი გამოეთქვა. დემონსტრანტების ლოზუნგი იყო – „ავსტრალიას – კი, შარიათს – არა“. „ჩვენ ავსტრალიურ ფასეულობებს მხარს ვუჭერთ და ისლამისტური ექსტრემიზმის წინააღმდეგ გამოვდივართ. მაგრამ ჩვენ მუსულმანების წინააღმდეგ არ ვართ“, – განაცხადა მიტინგის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა კეტრინ ბრენანმა.
ავსტრალიის ქალაქების უმეტესობაში აქციებმა მშვიდად ჩაიარა, მაგრამ მელბურნში შეტაკებები მოხდა და რამდენიმე მომიტინგეს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.