ნოდარ ხადური ჟიული შარტავას 70 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო

  საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჟიული შარტავას 70-წლისთავისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციას დაესწრო და სიტყვით გამოვიდა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი თანამედროვეობის გმირის ჟიული შარტავას საიუბილეო დღეებში ვმონაწილეობთ. დღეს გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია. მეცნიერებთან ერთად ვისაუბრეთ ქვეყნის მომავალზე. ზოგადად, ამ კვირაში გაიმართება ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები და ჩვენ პატივს მივაგებთ საქართველოსათვის დაღუპული გმირის ნათელ ხსოვნას,“ – განაცხადა ნოდარ ხადურმა.
კონფერენციას, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, აფხაზეთის ავტონომიკური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები