ირანში მთელი ღამე ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების ხელმოწერას ზეიმობდნენ (ვიდეო)
თეირანში და ირანის სხვა ქალაქებში მოსახლეობა მთელი ღამე ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების ხელმოწერას ზეიმობდა. ეს ხელშეკრულება საშუალებას აძლევს ირანს, საერთაშორისო სანქციებს თავი დააღწიოს, რომელიც მის წინააღდეგ უკვე 30 წელია არსებობს. შეთანხმება შვეიცარიულ ქალაქ ლოზანაში 2 აპრილს იყო მიღწეული. ირანი საკუთარი ბირთვული პრგრამის შეჩერებას და მის საერთაშორისო მონიტორინგს დათანხმდა.