ირანთან ბირთვულ პროგრამაზე მიღწეულ შეთანხმებას ბარაკ ობამამ ისტორიული უწოდა
აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა შუამავალ „ექვსეულს“ და ირანს შორის ბირთვულ პროგრამაზე მიღწეულ შეთანხმებას ისტორიულს უწოდებს. ობამას თქმით, შეთანხმების შედეგად გამოირიცხა ირანის მიერ ატომური იარაღის შექმნის შესაძლებლობა. ამასთან ერთად, ABC News-ს ინფორმაციით, აშშ-ს ლიდერმა იმედი გამოთქვა, რომ საფინალო შეთანხმება წარმატებით იქნება მიღწეული და ეს მსოფლიო უსაფრთხოებას ხელს შეუწყობს. „ირანი თანახმაა გამჭვირვალე მონიტორინგის ჩატარებაზე. თუ თეირანი ითაღლითებს, ამას მსოფლიო უმალვე გაიგებს“, – აცხადებს ბარაკ ობამა.