ლევან ყიფიანი მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს პასუხობს

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი ფედერაციების ხელმძღვანელების განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ბრალდებები მის მიმართ უსაფუძვლოა.
“აღნიშნული პიროვნებები პიროვნული ფაქტორებით ნუ იხელმძღვანელებენ. ჩვენ მზად ვართ და ანგარიშვალდებულიც შესაბამისი კომიტეტის წინაშე, მაგრამ ვერ მივიღებთ იმ შეურაცხყოფას და კრიტიკას, რომელსაც გვაბრალებენ. მე მოვითხოვ, გახსნან და წარმოადგინონ სტენოგრამა იმ შეხვედრისა, თუ რა დროს და რა მომენტში ვაკეთებდი შეურაცხმყოფელ განაცხადებებს. ამიტომ, ამ კრიტიკას, ყველა დანარჩენთან ერთად, მე ვერ მივიღებ, რომელიც, რა თქმა უნდა, არგუმენტირებული არ არის”,- განაცხადა ყიფიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები