ილია მეორე სტამბოლში გაემგზავრა

  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დღეს სტამბოლში გაემგზავრა. კათოლიკოს-პატრიარქი ჩარტერული რეისით დელეგაციის წევრებთან ერთად გაფრინდა. გავრცელებული ინფორმაციით, პატრიარქი თურქეთში მსოფლიო პატრიარქს უწმინდეს ბართლომეოსს შეხვდება. შეხვედრის დეტალები და თემატიკა უცნობია, ასევე უცნობია პატრიარქის ვიზიტის ხანგრძლივობა. ცნობილია, რომ მსოლფიოს პატრიარქთან ერთად საქართველოს პატრიარქი შაბათ-კვირას წირვა-ლოცვას აღავლენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები