ყოფილი ნარკოლოგიურის შენობა 3 555 000 აშშ დოლარად გაიყიდა

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ქალაქ თბილისში, დ. აბაშიძის ქუჩა N17/4 -ში მდებარე 7823.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები 3 555 000 აშშ დოლარად გაყიდა.
სააგენტომ აღნიშნული უძრავი ქონება ელექტრონულ აუქციონზე საპრივატიზებოდ პირობიანი ფორმით გამოიტანა – მყიდველმა აღნიშნულ ქონებაზე არანაკლებ 150 ნომრიანი სასტუმროს ან სავაჭრო-კომერციული და საოფისე დანიშნულების შენობა-ნაგებობების მშენებლობა უნდა განახორციელოს.
პირობიან ელექტრონულ აუქციონზე გაყიდული უძრავი ქონების მფლობელი შპს „PASHA Development“ გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები