გიორგი მარგველაშვილი – საქართველო აშშ-სგან და დასავლელი პარტნიორებისგან განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს სერიოზული წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოებაში, რადგანაც ის ჩართულია ნატოსა და ევროკავშირის სამშვიდობო ოპერაციებში. ამასთან, მარგველაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ ასეთ ვითარებაში საქართველო მეტ ინტერესს და განსაკუთრებულ მხარდაჭერას ითხოვს აშშ-სგან და დასავლელი პარტნიორებისაგან. საქართველოს სჭირდება კონკრეტული შედეგები, რაც მკაფიოდ გამოკვეთს ქვეყნის ევროპულ პერსპექტივებს, მოსახლეობსითვის ხელშესახებს გახდის ევროინტერგრაციის სიკეთეებს. საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ურთიერთობას აშშ-სთან. საქართველო აფასებს იმ მხარდაჭერას, რომლებსაც მუდმივად ვგრზნობთ ჩვენი დასავლური ინტეგრაციის თვალსაზრისით, დემოკრატიული განვითარების ეკონომიკური წინსვლის და უსაფრთხოების თავლსაზრისითაც. ჩვენი ურთიერთობების გაღრმავება საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ამ მხრივ სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია ჯერაც ბოლომდე აუმოქმედებელია. უაღრესად მნიშვნელოვანია ევროკავშირისა და აშშ-ის როლის გაზრდა რუსეთ- საქართველოს კონფლიქტის მოგვარების პროცესშიც. ისინი გააგრძელებენ ჩვენს პოლიტიკურ მხარდაჭერას, რათა შემცირდეს საფრთხეები, რომლებიც მომდინარეობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შექმნილი ვითარებიდან და მოხდეს კოორდინირებული რეაგირება ნებისმიერ ზეწოლაზე რუსეთის მხრიდან”,- განაცხადა მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები