გიორგი მარგველაშვილი: ბიზნესის განვითარებისთვის საჭიროა, რომ პროცესში თავად ბიზნესმენები ჩაერთონ

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქუთაისის საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოდის.

მისი განცხადებით, ბიზნესის განვითარებისთვის უმჯობესი იქნება, თუ ბიზნესმენები ამ პროცესში უფრო აქტიურად ჩაერთვებიან, რადგანაც სახელმწიფოს მიზანია ბიზნესის ისეთ რეგულაციას მიაღწიოს, რომელიც თავისუფალი ბაზრის განვითარებას ხელს შეუწყობს.

“მნიშვნელოვანია ბიზნესთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების პროცესში თავად ბიზნესმენების ჩართვა და საზოგადოების დროულად ინფორმირებულობა. საჭიროა მეტი კომუნიკაცია ბიზნესთან ყველა იმ ინიციატივის გაჟღერებისას თუ კანონად ქცევამდე, რომელიც უკავშირდება ბიზნესგარემოს ინვესტიციებს და ტურიზმს, ამასთან, როდესაც მიღებულია გადაწყვეტილებები, საჭიროა მათი სწრაფი და ენერგიული განხორციელება. სახელმწიფოს მიზანია, მიაღწიოს ბიზნესის იმგვარ რეგულირებას, რომელიც ხელს შეუწყობს თავისუფალი ბაზრისა და მეწარმეობის განვითარებას”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები