თარგამაძესთან კავშირში მხილებული ყოფილი პოლიციელი არ გამორიცხავს, რომ ბრალი წაუყენონ
ყოფილი პოლიციელი რუსლან ბაზიაშვილი ქალაქის პროკურატურაში მოწმის სტატუსით დაკითხვაზე ადვოკატთან ერთად გამოცხადდა. ჟურნალისტებთან საუბრისას, ბაზიაშვილი არ გამორიცხავს, რომ მას ბრალი წარუდგინონ.
საპატრულო პოლიციის თანამშრომელი რუსლან ბაზიაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტრომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრ გივი თარგამაძესთან თანამშრომლობის გამო სამსახურიდან დაითხოვა. შსს-ის ცნობით, ბაზიაშვილი თარგამაძეს ინფორმაციებს სისტემატურად აწვდიდა.