საქალაქო სასამართლოში წესრიგის დარღვევის გამო მოქალაქე დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში წესრიგის დარღვევის გამო მოქალაქე ბესიკ ბარბაქაძე 200 ლარით დაჯარიმდა როგორც „კვირას“ თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურიდან აცნობეს, სასამართლოს მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა სასამართლოში წესრიგის დამრღვევი პირი ბესიკ ბარბაქაძე დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ მამუკა ახვლედიანმა ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის თანამშრომლების მოხსენებითი ბარათები და სასამართლოში წესრიგის დარღვევისათვის მოქალაქე ბესიკ ბარბაქაძეს დააკისრა ჯარიმა 200 ლარის ოდენობით.
სასამართლოს ინფორმაციით, აღნიშნული განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ჩაბარებიდან 48 საათში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარესთან თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები