სარკოზის პარტიამ ადგილობრივ არჩევნებში ოლანდის პოლიტიკური გუნდი დაამარცხა

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის პარტიამ „სახალხო მოძრაობის კავშირმა“ ადგილობრივ არჩევნებში გაიმარჯვა. არჩევნების მეორე ტურის შედეგად მმართველ სოციალისტურ პარტიას 101 დეპარტამენტიდან უმრავლესობა მხოლოდ 30-ში დარჩა. სარკოზის პარტია კი ახლა 70 დეპარტამენტს აკონტროლებს. რაც შეეხება საფრანგეთის ულტრამემარჯვენე „ეროვნულ ფრონტს“ მარინ ლე პენის ხელმძღვანელობით, მან არჩევნებში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია, მაგრამ ვერც ერთ დეპარტამენტში უმრავლესობა ვერ მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები