ქართული ტელევიზიების მიერ რეჟისორებისგან ფილმების შესყიდვის ერთიანი სისტემის შექმნა იგეგმება

საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის წარმომადგენლები საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის კინო დარბაზში ქართველ რეჟისორებს შეხვდებიან. საავტორო უფლებათა ასოციაციის ცნობით, შეხვედრის მიზანია, ქართული ტელევიზიების მიერ რეჟისორებისგან ფილმების შესყიდვის ერთიანი სისტემის შექმნა. შეხვედრაზე ასოციაციის თავმჯდომარე გიგა კობალაძე პრეზენტაციას გამართავს. ავტორები დეტალურად გაეცნობიან ასოციაციის შეთავაზებას ფილმების რეალიზაციის შესახებ ხელშეკრულებების გაფორმების, ტარიფებისა და ჰონორარის შეგროვების ერთიან მექანიზმის ჩამოყალიბების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები