ჯეიმს აპატურაი საქართველოდან დასმულ შეკითხვებს ხვალ ონლაინ რეჟიმში უპასუხებს

 

საქართველოდან ინტერნეტმომხმარებლებს ხვალ ნატოს სპეციალური წარმომადგენელისთვის კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაისთვის ონლაინ რეჟიმში შეკითხვის დასმის საშუალება მიეცემათ. ონლაინ კითხვა-პასუხის სესიას საქართველოს ატლანტიკური საბჭო მასპინძლობს.
კითხვის გაგზავნა ორგანიზაციის ვებ-გვერდის (http://acge.ge/) მეშვეობით არის შესაძლებელი.
ჯეიმს აპატურაის ონლაინ ინტერვიუ ატლანტიკური საბჭოს ვებგვერდზე ხვალ, 12:00-დან 13:00 საათამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები