სოსო ჯაჭვლიანი: ეს სისასტიკე უნდა იყოს დასჯილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის სოსო ჯაჭვლიანის განცხადებით, ის ადამიანი, ვინც ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანი მკვლელობაში მონაწილეობდა, სამართალდამცავებმა უმოკლეს დროში უნდა დააკავონ. ამასთან ის აცხადებს, რომ ეს ადამიანი უსასტიკესად უნდა დაისაჯოს.
“დღისით, მზისით, ადამიანს საკუთარი სახლის სადარბაზოში საკონტროლო ტყვიით კლავენ. მოვუწოდებ ყველას, ვისაც ეს ხელეწიფება, რომ ეს სისასტიკე უნდა იყოს დასჯილი და საქმე უსწრაფესად იქნას გამოძიებული“, – განაცხადა სოსო ჯაჭლვიანმა.
ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანს დაუდგენელმა პირმა გუშინ საცხოვრებელ სახლთან ესროლა. ხარძიანი მიყენებული ჭრილობების შედეგად რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ოპერაციის მსვლელობისას გარდაიცვალა. ხარძიანის ოჯახის წევრები მკვლელობას გია უდესიანს უკავშირებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები