სომალის სასტუმროში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა
სომალის ქალაქ მუკარამაში მდებარე სასტუმროში მოხმდარი აფეთქების შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი 20-მდე გაიზარდა. არიან დაშავებულებიც. დაღუპულთა შორის ევროკავშირის დიპლომატი და იურისტი იმყოფებოდნენ. შემთხვევა 27 მარტს მოხდა. ტერორისტთა ჯგუფმა ჯერ მანქანა ააფეთქა, შემდეგ კი, სასტუმროში მყოფ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნა. პასუხისმგებლობა მომხდართან დაკავშირებით ამ დრომდე არავის აუღია.