ავიალაინერ A380-მა განგაშის სიგნალი გააგზავნა
ავიალაინერ A380-დან, რომელიც დუბაიდან მანჩესტერში მიფრინავდა, განგაშის სიგნალი გააგზავნეს. ავიაკომპანია Emirates-ის ლაინერი ამ დროს დიდი ბრიტანეთის ტერიტორიის თავზე იმყოფებოდა. მოგვიანებით ის მანჩესტერში დაჯდა. განგაშის სიგნალი ლაინერმა იმის გამო გააგზავნა, რომ ერთ-ერთი მგზავრი ცუდად გახდა, მას გული გაუჩერდა. მანჩესტერის აეროპორტში თვითმფრინავს ავარიული ბრიგადები და მედიკოსები დახვდნენ.