ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს ოფისი გახსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს თანამედროვე სტანდარტების, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ახალი ოფისი გახსნა. აღნიშნული ოფისი აგრარული სექტორის ყოვლისმომცველი განვითარების ფონდის დაფინანსებით აშენდა.

რეგიონულ სამმართველოში სულ 35 ადამიანია დასაქმებული, სურსათის ეროვნული სააგენტოს ახალ ოფისში კი 12 ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდება.

„ჩვენ გვინდა, რომ ეს რეგიონი გახდეს სამაგალითო, სამეგრელოში არის უზარმაზარი პოტენციალი, როგორც ბუნებრივი, ისე ადამიანური რესურსი, რომელსაც სჭირდება ეფექტიანი გამოყენება. გასულ წელს ჩვენი ძალისხმევითა და ბიზნესის დახმარებით რამდენიმე ათეული მილიონი ლარის ინვესტიცია შემოვიდა სამეგრელოში. წელს ველოდებით უფრო მეტს. დღეს გავხსენით სურსათის უვნებლობის რეგიონული ოფისი, ასევე დღეს ვიყავი თხილის გადამამუშავებელ ახალ საწარმოში, სადაც ახალგაზრდა მეწარმეები არიან. მათ მიიღეს დაფინანსება სახელმწიფოსგან 700 თასი ლარის ოდენობის. ეს არის ძალიან ხელშესახები მაგალითები, რომელიც განვახორციელეთ ბიზნესსექტორთან ერთად. ყველაფერი გეგმის მიხედვით ვითარდება და გავაკეთებთ ყველაფერს, რათა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი მეწარმეობის განვითარებას რეგიონში,“–განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ზუგდიდში ახალი ოფისის გახსნას სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზაზა დოლიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

11054292_829597293798015_1347026134530721080_n

10409078_829597390464672_7650809292931672695_n

 10923509_829597290464682_4754648027493784369_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები