მაშველები რიონიდან ბავშვების ამოყვანას ცდილობენ
ქუთაისში, მდინარე რიონიდან მაშველები ორი მცირეწლოვანის გამოყვანას ცდილობენ. ისინი მდინარეში ქვებზე დგანან და ადიდებული მდინარის გამო გამოსვლას ვეღარ ახერხებენ.
არსებული ინფორმაციით, მოზარდები რიონში ქვებზე თამაშობდნენ, თუმცა იმ დროს წყლის დონე დაბალი იყო.
როგორც “კვირას” სამაშველო სამსახურში განუცხადეს, ბავშვების გადარჩენის სამუშაოები ამ წუთებში მიმდინარეობს. ადგილზე საპატრულო პოლიციაც იმყოფება.