სმენადაქვეითებული პირებისთვის 112-ში სმს და ვიდეოზარი ამოქმედდება

დღეიდან ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის 112-ში სმს და ვიდეოზარი ამოქმედდება.
სერვისი უფასოა და განკუთვნილია მხოლოდ შეზღუდული შესაძლებელობების მქონე პირებისთვის. დღეიდან ახალი სერვისი – “112 გხედავთ” დაინერგა.
ახალი პროექტის პრეზენტაცია სასტუმრო “ჰოლიდეი ინში” მიმდინარეობს და ღონისძიებას შს მინისტრის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე, 112-ის ხელმძღვანელი გიორგი ბიჭიაშვილი, თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, გაეროს ელჩი საქართველოში ნილს სკოტი ესწრებიან. როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს თალაკვაძემ განუცხადა, ახალი პროექტი სრულიად ხელმისაწვდომს ხდის 112-ის ყველა სერვისს ყრუ და სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის. “ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები გრძნობდნენ, რომ 112 არის მათ გვერდით და მათაც შეუძლიათ დაუკავშირდნენ პოლიციას, სასწრაფო და სამედიცინო დახმარების მანქანებს, მაშველებს, მეხანძრეებს”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები