სოფლის მეურნეობის სამინისტრო მედიატურს გამართავს

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სახელმწიფოს ხელშეწყობით შექმნილი ახალი საწარმოების დათვალიერების მიზნით, ქართული მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის 15-დან 20 აპრილის ჩათვლით მედიატურს გამართვას.
სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას განცხადებით, 2013 წლიდან სოფლის მეურნეობის სამინისტრო შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტს ახორციელებს. აღნიშნული პროექტით აგარარული დარგის მეწარმეებისა და ფერმერებისთვის ხელმისაწვდომი გახდა იაფი ფინანსური რესურსი, რის საფუძველზე 105 ახალი საწარმო დაფინანსდა და 580 -ზე მეტი გადაიარაღდა. მინისტრის განცხადებით, მედიატური ბოლო პერიოდში მედიასაშუალებების წარმომადგენლების მხრიდან განსაკუთრებული ინტერესის გათვალისწინებით დაიგეგმა. ოთარ დანელიამ მედიის წარმომადგენლები ხვალ, 27 მარტს, ხობში თხილის გადამამუშავებელი ახალი საწარმოს გახსნაზეც მიიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები