თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ცნობით, გეგმური სამუშაოების გამო 11:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სამხედრო ქალაქის, ქეთევან წამებულის გამზირის, საექიმოს და დოდაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმური სამუშაოების გამო 11:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: მოსკოვის გამზირის მაცხოვრებლებს, 10:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შინდისის, ამაღლების, ოქროყანის, მესხის, შხეფის და გერგეთის ქუჩების მაცხოვრებლებს, 11:00-დან 16:00 საათამდე კი შეზღუდვა შეეხებათ: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

სარელეო დაცვის შემოწმების მიზნით 11:00-დან 15:00 საათამდე 1 საათიანი მონაცვლეობით შეზღუდვა შეეხებათ: დაბა წყნეთის მაცხოვრებლებს.

გეგმური სამუშაოების გამო 11:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: წერეთლის გამზირის, ევდოშვილის, სოხუმის, ზუგდიდის, თევდორე მღვდლის და ბაგრატიონის ქუჩების მაცხოვრებლებს, 11:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III, IV კვარტლების, მიქელაძის და ბელიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს, 11:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვაშლიჯვრის დასახლების, გელოვანის, გოძიაშვილის და სარაჯიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების გამო 11:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ზემო ვეძისის, ლვოვის და ვაზისუბნის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები