ამაღამ, 01:00 საათზე მეტეხის გვირაბი ჩაიკეტება

დაზიანებული სანათების აღდგენისა და დასუფთავების მიზნით, ამაღამ, 01:00 საათზე მეტეხის გვირაბი ჩაიკეტება. „სინათლის ქალაქის“ წარმომადგენლის ინფორმაციით, სარემონტო და დასუფთავების სამუშაოები დილის 05:00 საათამდე გასტანს, რის შემდეგაც გვირაბში მოძრაობა აღდგება.
“სინათლის ქალაქის” ხელმძღვანელის, ვასილ ხორავას თქმით, მეტეხის გვირაბში ამ დროისთვის დაახლოებით 100-მდე სანათია დაზიანებული და მათი აღდგენა ოპერატიულად უნდა მოხდეს.
“გვირაბი საჭიროებს სავენტილაციო ოთახების დასუფთავებას, რის გამოც “თბილსერვის ჯგუფმა” გადაწყვიტა, შემოერთებოდა “სინათლის ქალაქის” ღონისძიებას და მთლიანად გაერეცხა გვირაბი”, – აღნიშნა ვასილ ხორავამ.
“სინათლის ქალაქის” ხელმძღვანელის თქმით, სწორედ მეტეხის გვირაბით ხდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინტენსიური გადაადგილება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იგი იყოს მოწესრიგებული, სწორად განათებული და მგზავრთა გადაადგილება იყოს კომფორტული. “სინთლის ქალაქი” ბოდიშს უხდის მოსახლეობას შეფერხებისთვის და სთხოვს, გაგებით მოეკიდონ აღნიშნულ ღონისძიებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები