კახა კალაძე: მოსახლეობას გაზის საფასური არც მაისიდან გაუძვირდება

 

„მოსახლეობას გაზის საფასური არც მაისიდან გაუძვირდება“ – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. რაც შეეხებათ იურიდიულ პირებს, მინისტრის განმარტებით, რა ტარიფები დაწესდება მათ შემთხვევაში, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
“უახლოეს მომავალში იქნება ცნობილი, თუ რა ტარიფები იქნება კომერციულ სექტორთან მიმართებაში. რაც შეეხება მოსახლეობას, ამასთან დაკავშირებით არაერთხელ გავაკეთე განმარტება და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მათთვის გაზის ტარიფის გაზრდა არ იგეგმება”, – აღნიშნა კალაძემ.
გაზის საფასური იურიდიული პირებისთვის 1-ელი მარტიდან გაძვირდა, თუმცა მთავრობის გადაწყვეტილებით, მაისამდე გაზისა და ნავთობის კორპორაციის მიერ დაახლოებით 15 მილიონი ლარის სუბსიდირება განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები