“112“ გხედავთ – ახალი სერვისი ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის

სასტუმროში „ჰოლიდეი ინში“ (26 მაისის ქუჩა #1) ხვალ, 11:00 საათზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს “112“-ის დეპარტამენტის SMS და ვიდეო ზარის სერვისის პრეზენტაცია გაიმართება.
“112“ -ის ცნობით, პრეზენტაციაში მონაწილეობას მიიღებენ: გიორგი ბიჭაშვილი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს “112“-ის დეპარტამენტის დირექტორი; ნილს სკოტი, გაეროს ელჩი საქართველოში; არჩილ თალაკვაძე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე; ზაზა სოფრომაძე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე.
ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და “112“-ის ახალი სერვისის უშუალო ბენეფიციარები. პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები