პრემიერ-მინისტრი გურამ დოჩანაშვილს დაბადების დღეს ულოცავს

პრემიერ-მინისტრი გურამ დოჩანაშვილს დაბადების დღეს ულოცავს. ირაკლი ღარიბაშვილი გამოჩენილ მწერალს დიდხანს სიცოცხლესა და მხნეობას უსურვებს.
„მინდა დაბადების დღე მივულოცო დიდ ქართველ მწერალს გურამ დოჩანაშვილს. გურამ დოჩანაშვილის ღვაწლი ქართული მწერლობის წინაშე ფასდაუდებელია. მისი ნაწარმოებები სავსეა სიყვარულით, სიკეთით, თავისუფლებისაკენ სწრაფვით. ამიტომაც არის მისი შემოქმედება განსაკუთრებით გამორჩეული, ერთნაირად საინტერესო და საყვარელი ყველა თაობის მკითხველისათვის. ვუსურვებ ბატონ გურამს დიდხანს სიცოცხლესა და მხნეობას“, – აღნიშნულია პრემიერის მილოცვის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები