სახელმწიფო საოკუპაციო ზოლთან მცხოვრებ 552 სტუდენტს სწავლას დაუფინანსებს
დღეს, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დადგინდა, რომ სახელმწიფო საოკუპაციო ზოლის გასწვრივ მდებარე სოფლებში მცხოვრებ სტუდენტებს სწავლას დაუფინანსებს. განათლების მინსიტრმა თამარ სანიკიძემ განცხადა, რომ საუბარია 552 სტუდენტზე. რამდენადაც ცნობილია, მათი სწავლის დაფინანსების მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონ 400 ათასი ლარი გამოიყო.
“მთავრობის დადგენილებით, 2014-2015 წლების სასწავლო წლების დაფინანსება მოხდება იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც სწავლობენ აკრედიტებულ და ავტორიზებულ მიმართულებებზე. ეს შეეხებათ იმ სტუდენტებს, რომლებიც არიან ოკუპირებული ზონის გასწვრივ სოფლებში მცხოვრები სტუდენტები. საუბარია დაახლოებით 552 სტუდენტზე. ამ მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონ 400 ათასი ლარი გამოიყო”, – განაცხადა სანიკიძემ.
აღსანიშნავია ისიც, სახელმწიფომ საოკუპაციო ზოლის გასწვრივ მდებარე სოფლებში მცხოვრებ სტუდენტებს სწავლა გასულ წელსაც დაუფინანსა.