ლადო სადღობელაშვილი: გეშინოდეთ, მოღალატეებო და მტრებო!
„თავისუფალი თაობის” ლიდერი ლადო სადღობელაშვილი „თავისუფალი ზონის” აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„როგორც კი მცირე ტაიმ-აუტი ავიღეთ, მყისვე გამოძვრნენ სოროებიდან „თავისუფალი ზონა” და სხვა მსგავსი მარგინალურ-ექსტრემისტული დაჯგუფებები. სამწუხაროდ, გვექმნება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელს, რომელიც ჩვენ გვებრძვის, ფარული თანამშრომლობა აკავშირებს „ნაციონალურ მოძრაობასთან” და „თავისუფალ ზონასთან”. ჩვენთვის გაუგებარია, თუ რატომ ხდება, რომ როდესაც „ნაცმოძრაობა” თუ „თავისუფალი ზონა” გარდაიცვლება, იწყება მათი ხელოვნური გაცოცხლება და რეანიმირება. საბოტაჟის ნიშნები სახეზეა. „თავისუფალი თაობა” ბრძოლის სხვა ეტაპზე გადადის და ჩვენი სამიზნე არა მარტო „ნაცმოძრაობა”, არამედ მათთან ფარულად მოთანამშრომლე ის კოლაბორაციონისტებიც იქნებიან, რომლებიც ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებენ და ხელს უწყობენ „ნაცმოძრაობისა” და „თავისუფალი ზონის” შენარჩუნებას. გეშინოდეთ, მოღალატეებო და მტრებო!!!” – აცხადებს სადღობელაშვილი.