ჩეჩნეთის პარლამენტის სპიკერი მექსიკისთვის იარაღის მიწოდებით იმუქრება

უკრაინისთვის აშშ-ს იარაღის მიწოდების საპასუხოდ ჩეჩნეთი იარაღს მექსიკას მიაწვდის. ამის შესახებ ჩეჩნეთის პარლამენტის სპიკერმა დუკუვახა აბდურახმანოვმა განაცხადა.
„უკრაინისთვის ამერიკის მიერ იარაღის მიწოდების დაწყება ჩვენთვის ადეკვატური მოქმედებისთვის სიგნალი იქნება“, – აცხადებს აბდურახმანოვი.
„ჩვენ მექსიკას უახლეს იარაღს მივაწვდით აშშ-ს მიერ ანექსირებული ტერიტორიების – კალიფორნიის, ნიუ-მექსიკოს, არიზონას, ნევადას, იუტას, კოლორადოს და ვაიომინგის ნაწილის სამართლებრივი სტატუსის მსჯელობის გასაახლებლად“, – განაცხადა ჩეჩნეთის პარლემენტის თავმჯდომარემ.
აბდურახმანოვის ამ განცხადებაზე კომენტარი გააკეთა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა. მისი თქმით, რუსეთის ფედერაციის სუბიექტები ვერც იარაღს, ვერც სპეციალურ ქონებას ვერავის მიყიდიან. ეს კანონით აკრძალულია. პესკოვი აღნიშნავს, რომ აბდურახმანოვის განცხადების დეტალები მისთვის უცნობია, მაგრამ ის მოსკოვთან შეთანხმებული ვერ იქნებოდა, ვინაიდან რუსეთის კანონმდებლობას ეწინააღდეგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები