ქუთაისის საჯარო სკოლებში მოსწავლეთა პროფილაქტიკური გამოკვლევა მიმდინარეობს

ქუთაისში 38-ე საჯარო და 8 კერძო სკოლაში მოსწავლეთა პროფილაქტიკური გამოკვლევა მიმდინარეობს. აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს სასკოლო პედიატრიის ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით, პირველი, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე კლასის მოსწავლეების პროფილაქტიკურ გამოკვლევას. აღსანისნავია, რომ პროცესს ქუთაისის მერი, შოთა მურღულია დაესწრო.
,,8 000-მდე ბავშვის გამოკვლევა მოხდება. ეს პროგრამა მეორე წელია მიმდინარეობს და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. ჩვენ ვცდილობთ, ქალაქში რაც შეიძლება მეტი სამედიცინო აქცია მოვაწყოთ როგორც ბავშვებისთვის, ასევე მოზარდებისთვის”, – აღნიშნა შოთა მურღულიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები