უკრაინაში თვითმფრინავი ჩამოვარდა (ვიდეო)

ერთი ადამიანი დაიღუპა უკრაინაში მცირე ზომის თვითმფრინავის „ან-2“-ის ჩამოვარდნის შედეგად. კატასტროფა სოფელ ლუჩის ტერიტორიაზე მოხდა. თვითმფრინავი დაცემისას ერთ-ერთი სახლის სახურავს და ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა, თუმცა მიწაზე მყოფთა შორის არავინ დაშავებულა. უკრაინული მედიის ცნობით, ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ თვითმფრინავი უკრაინიდან პოლონეთში კონტრაბანდული სიგარეტის გადასაზიდად გამოიყენებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები