ირაკლი ღარიბაშვილმა პრესკონფერენცია С ჰეპატიტთან საბრძოლველად დაგეგმილი ღონისძიებებით დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე მთავრობის ანგარიში წარადგინა. მისი განცხადებით, საქართველოს მოსახლეობისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს მთავრობის პროგრამას С ჰეპატიტთან საბრძოლველად.
ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ამ პროგრამის ფარგლებში საქართველოში ჩამოსულები არიან აშშ-ს ექსპერტები და ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად განისაზღვრება პრიორიტეტები.
„ქვეყნის შერჩევის დროს ამერიკელმა პარტნიორებმა შეარჩიეს სტაბილური ქვეყანა, სადაც ჯანდაცვის სისტემა მთავრობის პრიორიტეტია“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი განცხადებით, მთავრობა გააფორმებს შეთანხმებას კომპანია „გილიადისთან“ და დაიგეგმება კონკრეტული ღონისძიებები. C ჰეპატიტთან საბრძოლველი პროგრამა 5 ათას პაციენტზეა გათვლილი. მომავალში კი ის, ღარიბაშვილის განცხადებით, ათასობით ადამიანს სიცოცხლეს შეუნარჩუნებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები