დღეს მთავრობის სხდომაზე “ქამრების შემოჭერის” პოლიტიკას განიხილავენ
დღეს, 3 საათისთვის მთავრობის ადმინისტრაციაში მინისტრთა კაბინეტის წევრები შეიკრიბებიან და “ქამრების შემოჭერის” პოლიტიკას განიხილავენ. ამასთან, საუბარი იქნება 31 მარტს, პარლამენტში პრეზიდენტის მიერ დაგეგმილ მოხსენებაზეც. ფინანსტთა მინისტრის განცხადებით, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების გეგმა ყველა უწყებისგან მიღებულია.
“ამას სჭირდება ანალიზი, ფინანსთა სამინისტროს აქვს საკუთარი მონაცემები და ამას დასჭირდება შედარება, შემდეგ ისევ გავლა კოლეგებთან, იმიტომ რომ შესაძლოა, ჩვენი მოსაზრებები არ დაემთხვას ჩვენი კოლეგების მოსაზრებებს. ვიდრე მთავრობა არ შეჩერდება გადაწყვეტილებებზე, ცხადია, ამას ვერ გავაჟღერებთ”,-აცხადებს ხადური.