მინდია ჯანელიძე ირაკლი ალასანიას პასუხობს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი არ პასუხობს კითხვას, დაურეკა თუ არა ირაკლი ალასანიას საფრანგეთში. მინდია ჯანელიძე თავდაცვის ყოფილი მინისტრის განცხადებას უპასუხისმგებლოს უწოდებს.
“ეს არის უპასუხისმგებლო განცხადება, თუ ეს განცხადება გაკეთდა, მე არ მომისმენია. შესაბამისად, სხვა კომენტარი რა უნდა გავაკეთო ამასთან დაკავშირებით”, – განუცხადა ჯანელიძემ ჟურნალისტებს.
“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ 24 მარტს გააკეთა განცხადება, რომ თავდაცვის მინისტრის რანგში საფრანგეთში მისი ბოლო ვიზიტის დროს მინდია ჯანელიძემ დაურეკა და უთხრა, რომ საჰაერო უსაფრთხოებისთვის შეთანხმებაზე ხელი არ მოეწერა.
“მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ არც მაშინ და არც ახლა მინდია ჯანელიძე არ არის გადაწყვეტილების მიმიღები. ვინ შეასრულებდა მედიატორის ფუნქციას, დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ჩემს იმედს რაც შეეხება, ადამიანებმა ყოველთვის პოზიტიურად განვითარების სცენარზე უნდა ვიფიქროთ. მეც მწამს, რომ ფუნდამენტჩაყრილი საქმე არ უნდა გაფუჭდეს”, – აღნიშნა ალასანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები