თამარ ბერუჩაშვილმა ნატოს დელეგაცია მიიღო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტის და ნატო-საქართველოს საპარლამენტთაშორისო საბჭოს წევრები მიიღო. როგორც უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში შედგა და მასზე განიხილეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, რეგიონულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები, აღინიშნა საქართველოს მიერ საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი; საუბარი ასევე შეეხო ქვეყანაში მიმდინარე ყოვლისმომცველი რეფორმების პროცესს და ევროკავშირთან თავისუფალი სავიზო მიმოსვლის საკითხებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები