ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ ნუცუბიძის ქუჩიდან ძაღლები თავშესაფარში გადაიყვანა – ფოტოკოლაჟი

თბილისის მერიის ინფორმაციით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ ნუცუბიძის ქუჩიდან ძაღლები თავშესაფარში გადაიყვანა. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ძაღლები იმყოფებიან თავშესაფარში, აქვთ საკვები და თავს კარგად გრძნობენ. უახლოეს დღეებში მათ ჩაუტარდებათ ლაბორატორიული კვლევები, გაუკეთდებათ სტერილიზაცია-კასტრაცია, რის შემდეგაც დაუბრუნდებიან ბუნებრივ არეალს.
„ცოტა ხნის წინ საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს წარმომადგენლებმა თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე 30 ძაღლი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. აღნიშნული ინფორმაცია არის სრული სიცრუე, რომელიც, როგორც ჩანს, სააგენტოს დისკრედიტაციის მიზნით, შეგნებულად გავრცელდა. დღეს მოქალაქე ირაკლი კუტალიამ ნუცუბიძის ქუჩაზე გამოიძახა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს რეაგირების ჯგუფი. შეტყობინება ეხებოდა 6 უპატრონო ძაღლს. ადგილზე მისვლის შემდეგ ჯგუფმა, იმის გამო, რომ ძაღლები იყვნენ აგრესიულები, ისინი დააძინა და თავშესაფარში გადაიყვანა. ამ დროისთვის ძაღლები იმყოფებიან თავშესაფარში, აქვთ საკვები და თავს კარგად გრძნობენ. უახლოეს დღეებში მათ ჩაუტარდებათ ლაბორატორიული კვლევები, გაუკეთდებათ სტერილიზაცია-კასტრაცია, რის შემდეგაც დაუბრუნდებიან ბუნებრივ არეალს. თბილისის მერია და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მიმართავენ მედიასაშუალებებს, კერძო პირების მიერ გავრცელებული ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციით, ნუ შეიყვანენ საზოგადოებას შეცდომაში. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ასევე, ცხოველთადამცველ ორგანიზაციებს შეუძლიათ ნუცუბიძის ქუჩიდან აყვანილი ძაღლების თავშესაფარში მონახულება“, -აღნიშნავენ მერიაში.

11083806_1059573920725874_3559306284316281116_o

11080667_1059573970725869_9208600950182468618_o

10916369_1059574730725793_723370652574218628_o

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები