ირაკლი სესიაშვილი: IRI-ის კვლევა რეალობის ამსახველი არ არის
ეს კვლევა არ არის რეალობის ამსახველი, – პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა IRI-ის კვლევის შედეგების შესახებ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული კვლევა სანდო არ არის. „იმის მიუხედავად, რომ აღნიშნულ ორგანიზაციებს დიდ პატივს ვცემ, კვლევების შემსრულებელი ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ კვლევის პროცესს, პრეტენზიები გვაქვს მათი ვიწრო პოლიტიკური ინტერესების თუ შეხედულებების გამო. ეს კვლევა არ არის რეალობის ამსახველი“, – დასძენს სესიაშვილი.
გუშინ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევების ნაწილი გახდა ცნობილი.