საგამოძიებო სამსახურმა ხორცპროდუქტების იმპორტიორები სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ხორცპროდუქტების იმპორტიორები გამოვლინდნენ, რომელთა კანონსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტს  დიდი ოდენობით ზიანი მიადგა. საგამოძიებო სამსახურმა აღნიშნულ ფაქტზე 3 პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
“დადგენილია, რომ ბრალდებულების მიერ, ურთიერთდამოკიდებული, რამოდენიმე კომპანიის სახელით, 2013-2015 წლებში საქართველოში იმპორტირებული იქნა 5 773 716 ლარის ღირებულების ხორცპროდუქტები. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების ბოროტად იყენებდნენ საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ საშეღავათო პერიოდს და არ ახორციელებდნენ იმპორტისას დარიცხული იმპორტისა და დამატებითი ღირებულების გადასახადების გადახდას. საერთო ჯამში, ზემოთ ჩამოთვლილი პირების მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა 925 442 ლარის ზიანი. საქმეზე  გამოძიება გრძელდება სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 4-დან 6 წლამდე“,-აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები