სამართალდამცველები თელავში „ოპელის“ მარკის მანქანის მძღოლს ეძებენ

თელავში, სოფელ ვანთაში ავტოსაგზაო შემთხვევას მოხუცი ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. „კვირას“ ინფორმაციით, შეჯახების შემდეგ ავტომანქანის მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, მანქანა კი გზაზე დატოვა.
შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, თელავი-თბილისის მაგისტრალზე მოძრავი “ოპელის” მარკის ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა. მოხუცი ადგილზე გარდაიცვალა. პრესსამსახურის ცნობით, ამ დროისათვის სამართალდაცველებისთვის მძღოლის ვინაობა ცნობილია და მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმე სსკ-ის 276-ე მუხლით აღიძრა, რაც თვალისწინებს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები