თურქმა მესაზღვრეებმა საქართველოს მოქალაქე ჩემოდანში აღმოაჩინეს (ვიდეო)

საქართველო- თურქეთის საზღვარზე თურქმა მესაზღვრეებმა ჩემოდანში ახალგაზრდა ქალი აღმოაჩინეს, რომლის გადაყვანასაც საბაჟო პუნქტზე ერთ-ერთი მამაკაცი ცდილობდა. თურქული მედიის ცნობით, ინციდენტი სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე მოხდა. მესაზღვეების ეჭვი ჩანთის ზომამ გამოიწვია და შემოწმება სწორედ ამის გამო გადაწყვიტეს. საზღვარზე ჩემოდნით ადამიანების გადაყვანის ფაქტები საკმაოდ ხშირია. რამდენიმე დღის წინ პოლონეთის საზღვარზეც ანალოგიური ინციდენტი მოხდა, სადაც საფრანგეთის მოქალაქე თავისი რუსი ცოლის გადაყვანას ასევე ჩემოდნით ცდილობდა. თუმცა, ფრანგისგან განსხვავებით, რომელიც პოლონელმა მესაზღვრეებმა ცოლთან ერთად გაუშვეს, საქართველოს მოქალაქეს საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს და ის საქართველოში გააბრუნეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები