მურმან დუმბაძე პარლამენტში ახლო მომავალში „ქართული ოცნებიდან“ ახალი ფრაქციის შექმნას აანონსებს

პარლამენტის ვიცე – სპიკერმა მურმან დუმბაძემ საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პარლამენტში ახლო მომავალში „ქართული ოცნებიდან“ ახალი ფრაქციის შექმნა დააანონსა.
„მე არ შემიძლია გვარი და სახელი დაგისახელოთ, მაგრამ კულუარულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მგონია, რომ საქართველოს პარლამენტში უახლოეს მომავალში კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ ახალი ფრაქცია შეიქმნება. იმიტომ, რომ კოალიციაში შემავალი მოაზროვნე ადამიანების დიდი ნაწილი დღეს ზუსტად იგივე პოზიციაზე დგას, რა პოზიციაზეც მე ვარ. მე კი მიმაჩნია, რომ ცენტრალური თუ მისი ადგილობრივი მთავრობები უკიდურესად არაეფექტურია და მათი გადაყენება და შეცვლა საქართველოს მოსახლეობასაც და ამ ხელისუფლებასაც უფრო წაადგება“,- განაცხადა მურმან დუმბაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები