გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-8 განყოფილების თანამშრომლებმა დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს
გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-8 განყოფილების თანამშრომლებმა 1993 წელს დაბადებული ზურაბ უ. დააკავეს. მას ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება ედება ბრალად. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 23 მარტს, გურამიშვილის გამზირზე მდებარე „სოკარის“ გაზგასამართ სადგურში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით ფეხის არეში დაჭრა ოპერატორი – 1991 წელს დაბადებული ზურაბ ა, მენეჯერი – 1983 წელს დაბადებული ჯაფარ ა. შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილები სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია. სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში გურამიშვილის გამზირზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოღებულია. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება ჯანმრთლების განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 118-ე მუხლით).