პროდუქტებისგან შექმნილი ხელოვნება, ,,ბადრიჯნის ტორტი“ და “ჩქარი ღვეზელი“

        პორტრეტები კვერცხის ნაჭუჭისა და ჩაის ფურცლებისგან, პეიზაჟები,- წიწიბურისა და ბრინჯისგან და საკუთარი ფანტაზიით დამზადებული კერძები,- ალბათ ყველაფერი იმის მცდელობაა, რომ ყოველდღიური რუტინის მიღმა ცხოვრების მშვენიერება დაინახო და დააფასო. თვითნასწავლი ხელოვანი ჟანა კობალავა,- ,,პერსონაში.

 

 – ქალბატონო ჟანა, როგორ გააცნობდით თავს უცნობ ადამიანს?
– მოულოდნელი კითხვაა, დავამთავრე კონსერვატორიის საგუნდო–სადირიჟორო ფაკულტეტი, მყავს მეუღლე, სამი ვაჟი და ორი შვილიშვილი. ვარ რომანტიკოსი, მიყვარს ზღვა, ბუნება, ცხოველები, ზაფხულის წვიმაში სეირნობა… მიყვარს თეატრი, წიგნების კითხვა, კარგი მუსიკა, როგორც კლასიკა, ასევე – ჯაზი. მე მგონი,– საკმარისია!…
პირველად როდის მოიფიქრეთ კვების პროდუქტებისგან ნაუშევრების შექმნა?1961528_711644808866684_39759633_n
– პირველი ნამუშევარი ძალიან კარგად მახსოვს. თუ არ ვცდები, 1990 წელი იყო. შვილთან ერთად საავადმყოფოში ვიმყოფებოდი. ჩაის ვუმზადებდი და ჩაის ფოთლები ქილიდან ტუმბოზე გადმომეყარა. როცა შევხედე, ფოთლები ისე განთავსდნენ, რომ მათში პუდელი დავინახე. მაშინ პირველად დამებადა იდეა, რომ პუდელის გასაკეთებლად ჩაი გამომეყენებინა. მას მერე, ვცდილობ, რომ ყველა პროდუქტს, ასე ვთქვათ, შემოქმედებითად მივუდგე და მათგან არა მარტო გემრიელი კერძი, არამედ რაიმე შევქმნა, ასე უფრო ადვილია და, რაც მთავარია, საინტერესოა, ცხოვრება.
ქალბატონო ჟანა, ჩამოთვალეთ ის მასალები, რასაც იყენებთ ხოლმე?
– ასეთი მასალა უამრავია: წიწიბურა, მაკარონი, ბრინჯი, პურ-ბურღულეული, ღერღილი, მჭადის ფქვილი, მანი, კვერცხის ნაჭუჭები, ჩაის ფოთლები, ზღვის კენჭები, სხვ. რაც შეეხება თემას, მასზე წინასწარ არ ვფიქრობ, ეს სპონტანურად მოდის. შეიძლება 2– 4 თვე გაჩერებული ვიყო, ან – პირიქით ერთ თვეში 2–3 მოზაიკა გავაკეთო,- განწყობას გააჩნია.
ყველაზე სპონტანურად რომელი მათგანი გაგიკეთებიათ?
– ერთ ჩემს ნამუშევარს “მეოცნებე“ დავარქვი და მისი დამზადების ამბავი ასეთია: სამარშრუტო ტაქსით მგზავრობის დროს საცობში მოვყევი ცირკთან. მის წინ მდგარი გოგო დავინახე, იქნებოდა 18–20 წლის, ძალიან ლამაზი, ბავშვური სახით, და ამ დროს ვულგარული. გული დამეწვა, ძალიან შემეცოდა. სახლში დაბრუნებისას გავაკეთე ესკიზი, რომელზეც ის გოგო გამოვსახე. გოგონა, გამომწვევი ფერის სამოსით, ვულგარული პოზით, მთვარის შუქზე ქუჩაში მდგარი სიყვარულსა და ბედნიერებაზე რომ ოცნებობს…
თუ გაქვთ იდეაში რაიმე პროდუქტის გამოყენება, რაც ჯერ არ გამოგიყენებიათ?
-კი, მაქვს. მაგრამ ჯერ ბოლომდე ვერ გადამიწყვეტია.1964656_711644698866695_1045704384_n
ქალბატონო ჟანა, რამდენადაც ვიცი, მხატვართა კავშირში გაერთიანება შემოგთავაზეს
– ჯერ იმას გეტყვით, პირველად გამოფენის მოწყობა რომ მირჩიეს,- დიდხანს ვერ ვბედავდი. მერე, როცა ბევრი ნამუშევარი დამიგროვდა, როგორც იქნა, გავრისკე. სულ ხუთი გამოფენა მქონდა. პირველი: რეჟისორ გარი კუნცევის სალონში, მეორე,- სკოლაში, მესამე – ზაირა ბარსენიძის სალონში, მეოთხე,– ლადო გუდიაშვილის სკვერში და სულ ახლახან, თებერვალში  მეხუთე გამოფენა, რომელიც კავკასიურ სახლში გაიმართა. რაც შეეხება მხატვართა კავშირში გაერთიანების შემოთავაზებას, ეს მესამე გამოფენის შემდეგ იყო, მაგრამ მითხრეს, რომ ამისთვის კიდევ 4–5 დიდი გამოფენის გაკეთებაა საჭიროო და ვნახოთ… მახარებს ის ფაქტი, რომ დამსწრე სტუმარი ყველა ჩემი გამოფენიდან მადლობელი და დადებითი ემოციით სავსე მიდიოდა.
როგორია, ოჯახის წევრების შეფასება? გამოდის, რომ მათ კერძებთან ერთად ხელოვნებასაც სთავაზობთ?
– უბრალოდ ვაკეთებ იმას, რაც მსიამოვნებს და სიხარულს მანიჭებს, ამიტომ ოჯახის წევრების შეფასება ძალიან დადებითია. ისინი ყველანაირად მეხმარებიან. ჩემმა პატარა შვილიშვილმა ბოლო გამოფენის შემდეგ რამდენიმე ნამუშევარს კონფისკაციაც გაუკეთა. თანაც, ოჯახში ყველას უხარია, რომ ჩემი მოზაიკის სახით საკვების დიდი მარაგი გვაქვს.
ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: კარგია პროდუქტებისგან ლამაზი ნამუშევრები, მაგრამ ალბათ ასეთივე კარგი დიასახლისიც ხართ?
– სხვათა შორის, ჩემი ფანტაზია აქაც ჩანს. ვიგონებ სხვადასხვა უცნაურ რეცეპტს, რომლებიც სხვადასხვა ქართულ ჟურნალში უკვე გამოქვეყნდა. მაგალითად “ბადრიჯნის ტორტი“ და “ჩქარი ღვეზელი“– ჩემი გამოგონილია. “ბადრიჯნის ტორტი“ ტკბილი არ გეგონოთ, უბრალოდ ტორტის ფორმა აქვს. აი, “ჩქარი ღვეზელის“ იდეა კი, მახსოვს, როგორ ,,დაიბადა:“ მოულოდნელად დამირეკეს, რომ სტუმრად მოვდივართო, არადა, არაფრის მომზადების დრო არ მქონდა, აქედან გამომდინარე, მომიწია რაღაცის გამოგონება, ჰოდა, “ჩქარი ღვეზელიც“ გაჩნდა.1947879_711645345533297_837203488_n
თქვენი ნამუშევრებისა და პასუხებიდან გამომდინარე, ოპტიმისტი და მხიარული ადამიანი ჩანხართ
– ვცდილობ, ვიცინო მაშინაც, როცა სატირლად მაქვს საქმე, ასე უკეთესია…
და ბოლოს, იქნებ, რომელიმე თქვენეული კერძის რეცეპტი გაგვანდოთ?
– ამ რეცეპტს “ზარმაცუნა“ დავარქვი, რადგან 5 წუთში კეთდება. მისი დამზადებისთვის საჭიროა: ერთი ქილა ბარდა, ერთი ქილა სიმინდი, 2–3 ცალი,- შეკვრა “ტრი კოროჩკი“ ,- ბეკონის გემოთი, 2–3 კბილი ნიორი და მაიონეზი. ყველაფერი ეს ერთმანეთში აურიეთ. ეს კერძი ლუდს უხდება. საერთოდ, ყველაფერს პრაქტიკულად და, ამავე დროს, შემოქმედებითად შეხედეთ.

 

თეონა გოგნიაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები