„ეს მარტივია – იზრუნე გარემოზე!“ – გარემოს დაცვის სამინისტრო კამპანიას აგრძელებს

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ნარჩენების კოდექსის ფარგლებში მიმდინარე საინფორმაციო კამპანიას „ეს მარტივია-იზრუნე გარემოზე!“ აგრძელებს. გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით საინფორმაციო აქცია ქალაქ რუსთავში გაიმართა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ახლად დანიშნულმა ხელმძღვანელმა ზვიად ჩიხლაძემ, დეპარტამენტის სხვა თანამშრომლებთან ერთად, ნარჩენების კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმების ოდენობა მოსახლეობას გააცნო. ზვიად ჩიხლაძემ საინფორმაციო ფლაერები დაარიგა, სადაც გარდა ჯარიმების ოდენობისა, მითითებულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის „ცხელი ხაზი“ 153. მოქალაქეებს საშუალება აქვთ, გარემოს დანაგვიანების ფაქტის დაფიქსირებისას „ცხელ ხაზზე“ შეტყობინება დატოვონ, რაზეც დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების ჯგუფი დაუყოვნებლივ რეაგირებას მოახდენს. ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული ახალი რეგულაციები ძალაში მიმდინარე წლის 15 იანვრიდან შევიდა. ჯარიმების ოდენობა სხვადასხვა სახის ნარჩენთან მიმართებაში დიფერენცირებულია და 80-დან 5000 ლარამდე მერყეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები