„ჩვენი მიზანი ამ ფილმის ბავშვებისთვის ჩვენება არ ყოფილა, ისინი „თავისუფალი ზონის“ წევრებმა მოიყვანეს“

„ჩვენი მიზანი არ ყოფილა, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს მომხდარი დანაშაულებრივი ფაქტების ამსახველი დოკუმენტური ფილმი ბავშვებს ენახათ, ჩვენი ფოკუსჯგუფი ბავშვები არ ყოფილა“, – აღნიშნული განცხადება არასამთავრობო ორგანიზაცია „ყველა თაობა საქართველოსთვის“ ხელმძღვანელმა გია სალუქვაძემ საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
სალუქვაძის განცხადებით, მისი ორგანიზაცია იყო ფილმის ჩვენების ორგანიზატორი. ის დაუკავშირდა რეგიონებში თეატრებსა და კლუბებს, რომ არენდის შესახებ მოლაპარაკებოდა, თუმცა ადგილზე ამ ყველაფერს ორგანიზებას არა სალუქვაძის ორგანიზაცია, არამედ ადგილობრივი პოლიტპატიმრები უწევდნენ.
უფლებადამცველი რესურსცენტრებთან, ან სასწავლო დაწესებულებებთან კავშირს კატეგორულად უარყოფს. მისი თქმით, იმ ქალაქებიდან, სადაც ფილმი უჩვენეს (ბათუმი, სენაკი, ფოთი,ზუგდიდი) მოზარდების დარბაზში ყოფნის ფაქტი მხოლოდ ფოთში დაფიქსირდა. რაც შეეხება ზუგდიდის თეატრში ფილმის ჩვენებისას ბავშვების ყოფნის ფაქტს, სალუქვაძის განცხადებით, ბავშვები იმავე შენობაში ფოლკლორის წრეზე მიდიოდნენ და მათ დერეფანში მხოლოდ ფოტოგამოფენა ნახეს.
რაც შეეხება ფოთს, სალუქვაძის განცხადებით, მოზარდები კინოჩვენებაზე „თავისუფალი ზონის“ წევრებმა მიიყვანეს.
„ამ ფილმში არის ზალადობის ფაქტები, მაგრამ ეს არ არის ძალადობის პროპაგანდა. ეს ფილმი ბავშვებზე გათვლილი არ ყოფილა. ეს არის დოკუმენტური ფილმი, სადაც ნაჩვენებია გირგვლიანის, რობაქიძის, ვაზაგაშვილის, 26 მაისის საქმეები. ეს არის დოკუმენტური მასალა, რომელიც მედიაში მუდმივად ტრიალებდა და დევს ინტერნეტშიც. თუ ვინმე ადგილობრივი ორგანიზატორებიდან რომელიმე რესურსცენტრს დაუკავშირდა, ეს არ ვიცი, მაგრამ მე არცერთ რესურსცენტრთან და სასწავლო დაწესებულებასთან კავშირი არ მქონია. მე მაქვს ხუთი არასამთავრობო ორგანიზაციის: „ადამიანის უფლებათა მონიტორინგისა და დაცვის ცენტრი (EMC)” „ საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)“, „სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CIDA)“. დასკვნა, სადაც აღნიშნულია, რომ მოსწავლეები მხოლოდ ფოთში ესწრებოდნენ. ფოთელებმა ადგილზე ამოიცნეს ზონის წევრები, რომელთაც ორგანიზებულად მოიყვანეს ბავშვები კინოჩვენებაზე დასასწრებად. ზუგდიდის თეატრის დარბაზში არცერთი ბავშვი არ ყოფილა. მე ნამყოფი ვარ გერმანიაში, პოლონეთში სადაც არათუ უმალავენ, არამედ ორგანიზებულად დაჰყავთ ბავშვები სკოლებიდან და აჩვენებენ, როგორ გუდავდნენ ხალხს გაზის კამერაში, როგორ მარხავდნენ ბულდოზერით გარდაცვლილ ადამიანებს. ამ აჟიოტაჟის ერთადერთი მიზანია. რომ კიდევ სხვა ქალაქებში არ გავმართოთ ჩვენება. “,- განაცხადა გია სალუქვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები