მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა ხმაურით დაიწყო

თბილისის მთავრობის ახალი შემადგენლობა მუშაობას დღეიდან შეუდგა. დედაქალაქის მთავრობის ახალი წევრებისთვის პირველი სხდომა ხმაურის ფონზე დაიწყო. საკრებულოს ოპოზიციის წევრები “ნაციონალური მოძრაობიდან“ სევდია უგრეხელიძე და ირაკლი ნადირაძე მერიაში მივიდნენ და სხდომაზე დაწრება მოითხოვეს. დეპუტატებს მთავრობის ახალი წევრების პოზიციის მოსმენა უნდოდათ. თავდაპირველად მათ სხდომაზე არ უშვებდნენ, რამაც შენობის მოსაცდელში კამათი და ხმაური გამოიწვია. მოგვიანებით კი უგრეხელიძე და ნადირაძე სხდომაზე დაუშვეს.
შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის მთავრობის სხდომა ცოტა ხნის წინ დაიწყო და დახურულ კარს მიღმა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ თბილისის მთავრობის სხდომაზე ჟურნალისტების დასწრების წესი შეიცვალა. აქამდე თბილისის მერის განცხადებების მოსასმენად ჟურნალისტები მთავრობის სხდომის დასაწყისს ესწრებოდნენ. დედაქალაქის მთავრობის სხდომა ამ წუთებში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები