ქართველი ემიგრანტი, რომელიც იტალიაში ავტოავარიამ იმსხვერპლა, ტრაგედიამდე ტაძარში მიდიოდა (ფოტოკოლაჟი+18)

ავტობუსის მძღოლი, რომელმაც იტალიის ქალაქ ბარიში საქართველოს მოქალაქე იმსხვერპლა, დაკავებულია – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ იტალიაში მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა მიაწოდეს.
„ნონა ზარიძე, მისი შვილი – ნატო და მეგობარი – ნინო წმინდა ნიკოლოზის ტაძრისკენ მიდიოდნენ. გზად, გაჩერება უნდა გაევლოთ. იქვე ნაგვის რამდენიმე ბუნკერი დგას. მეგობრებს (ნინოს და ნონას) წინ 22 წლის ნატომ გაუსწრო. ამ დროს ავტობუსმა გაჩერებისკენ შემოუხვია, დარტყმის ხმაზე ნატომ უკან გამოიხედა და დაინახა, რომ დედა ძირს ეგდო. გარდაცვლილს სახის მარცხენა მხარე აღარ ჰქონდა. შოკირებული ავტობუსის მძღოლი, 22 წლის ნატო და ნინო სასწრაფო დახმარების მანქანამ საავადმყოფოში გადაიყვანა“, – გვიამბობს ერთ-ერთი ქართველი.
მათივე ინფორმაციით, ამჟამად, გარდაცვლილი ნონა ზარიძის შვილის და მისი მეგობრის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ საფრთხე არ ემუქრებათ. ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე ადგილობრივმა პოლიციამ გამოძიება დაიწყო. ნონა ზარიძის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს. როგორც „კვირასთავის“ გახდა ცნობილი, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ჩატარდა გვამის ამოცნობის პროცედურა. აღსანიშნავია, რომ ტრაგედიის დროს ნონა ზარიძეს 22 შვილი ნატო ახლდა, რომელიც უკვე 1 წელია დედასთან იმყოფება და სწავლის გაგრძელებას იტალიაში აპირებდა.
როგორც „კვირას“ ერთ-ერთმა ქართველმა უთხრა, გარდაცვლილის შვილმა უნივერსიტეტში საბუთები უკვე შეიტანა და სწავლის გაგრძელებას გეგმავდა. საქართველოს საკონსულო ბარიში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევით დაინტერესდა და გამოძიებას მიმართა – ამის შესახებ „კვირას“ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, საქართველოს საკონსულომ იტალიაში, ბარის პოლიციისგან უკვე გამოითხოვა ცნობები, რა ეპატზეა ამჟამად გამოძიება.
როგორც „კვირას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქართველოს საკონსულო ბარის პოლიციისგან მომხდარის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას უახლოეს დროში მიიღებს. შეგახსენებთ, რომ 15 მარტს, 4 საათზე ქალაქ ბარიში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელსაც 44 წლის ნონა ზარიძე ემსხვერპლა. ნონა ზარიძეს საქართველოში მეუღლე და კიდევ ერთი ქალიშვილი ჰყავს. გარდაცვლილის საქართველოში გადმოსვენების პროცედურები უკვე დაწყებულია.

11007641_921263567896137_2012054669_n

11078032_921263541229473_1756254541_n

11051286_921263427896151_84771805_n

11068820_921263477896146_385112199_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები